საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დაწყებითი განათლების და მულტილინგვური განათლების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

დაწყებითი განათლების და მულტილინგვური განათლების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

მოგახსენებთ, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 13 დეკემბრის #5568-Iს  ცვლილების მიხედვით - დაწყებითი განათლებისა და მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური) საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამები აკრედიტირებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

შესაბამისად, ამ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ვისაც აქვს სტატუსი შეჩერებული და ვინც ვერ ასრულებს პროგრამით გათვალისწინებულ 240 კრედიტს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე ვალდებულნი არიან შიდა მობილობის წესით გადავიდნენ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე.

 

 

 

რექტორის #8/01-01

17/01/2020

ბრძანებით განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები

გთხოვთ გაეცანით და დაიჭირეთ თადარიგი!

 

1.    საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლოპროგრამების ვაკანტურიადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 10-11 თებერვალი;

2.         შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 12-1 6 თებერვალი;

3.         შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 1 7 თებერვალი;

4.         საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 18 -2 1 თებერვალი;

5.         ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 2 4 -2 5 თებერვალი;

6.          საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 2 6 თებერვალი;

7.          შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 2 6 თებერვალი;

 

 

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ასრულებთ პროგრამას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე და მობილობის წესითაც არ გადახვალთ სხვა პროგრამაზე სტუდენტის სტატუსი შეგიწყდებათ.

თარიღი: 17/01/2020